კორიფე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:35, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კორიფე − (ბერძ. koryphaios – ბელადი, წინამძღოლი), ძველბერძნულ დრამაში ქოროს წინამძღოლი.
ესქილეს ტრაგედიებში მელოდეკლამაციური რეჩიტატივების შემსრულებელი და ასევე აქტიური მოქმედი გმირი, რომელიც შედის უშუალო კონტაქტში მსახიობებთან, ინდივიდუალური როლების შემსრულებლებთან. ქოროსა და მსახიობებს შორის შუამავლის როლს მას უნარჩუნებენ სხვა ძველბერძენი დრამატურგებიც – სოფოკლე, ევრიპიდე, არისტოფანე.