ონკოსფერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 20 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ონკოსფერა – (onkosphaira; ბერძნ. onkos კაუჭი + sphaira ბუშტი), ლარვა, რომელიც ფორმირდება ძეწკვურა ცესტოდების კვერცხში. ონკოსფერა მრგვალია. მას ექვსი კაუჭი და რადიალურად დახაზული გარსი (ემბრიოფორა) აქვს.