პარამფისტომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარამფისტომა − (Paramphistomum; ბერძნ. para გვერდით + amphi ორმხრივი + stoma პირი), ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Paramphistomidae-ს ოჯახს, Paramphistomata-ს ქვერაზმს.
Paramphistomum cervi, P.ichikawai – სახეობები, პარაზიტობენ ძროხის, კამეჩის, იშვიათად ცხვრის, თხის, ირმის, ზოგიერთი გარეული მცოხნელის ფაშვში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები, რომლებიც მიეკუთვნებიან Planorbidae-ს ოჯახს. პარამფისტომატების სხვა სახეობებთან ერთად არიან მცოხნელების პარამფისტომატოზის აღმძვრელები.