პარასკარისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარასკარისი – (Parascaris; ბერძნ. para გვერდით, ახლოს + askaris ჭია), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Ascaridae-ს ოჯახს, Ascaridata-ს ქვერაზმს.
Parascaris equorum (ლათ. equus ცხენი) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის, სახედრის, ჯორისა და ჯორცხენას წვრილ ნაწლავებში. ლარვული ფორმები ასრულებენ ენტერო-ჰეპატო-კარდიოპულმონალურ მიგრაციას. გეოჰელმინთი. კენტჩლიქიანი ცხოველების პარასკარიდოზის აღმძვრელი.