საბზუილე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 22 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბზუილე (Halteres; ბერძნ. halter საწონი) – Diptera-ს რაზმის მწერების უკანმკერდის წყვილი მცირე დანამატი (უკანა ფრთების რუდიმენტული ნარჩენები), რომელსაც საწონის მსგავსი ფორმა აქვს. მისი დანიშნულებაა ფრენის დროს წონასწორობის შენარჩუნება.