სპიკულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:37, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპიკულები – (spicula; ლათ. spiculum წვეტი), მამრი ნემატოდების სხეულის ბოლოზე კუტიკულური წარმონაქმნები, რომელთაც სპეციალური კუნთების მეშვეობით შეუძლიათ კლოაკიდან გამოწევა და უკან შეწევა. სპიკულების დანიშნულებაა კოპულაციის დროს მდედრის ფიქსაცია და ვაგინის გახსნა, რის შემდეგ მათზე სპერმა ჩამოედინება და მდედრი ინდივიდის სასქესო ორგანოებში ხვდება. სპიკულების რაოდენობა, უმეტესად, ორია.




წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები