სპორები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:29, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპორები – (sporoses; ბერძნ. spora თესლი), პარაზიტული უმარტივესების (სპოროვანები) ერთ- ან მრავალუჯრედიანი წარმონაქმნები, რომელთაც მკვრივი გარსი აკრავთ. სპორები ავრცელებენ ინვაზიას და ხელს უწყობენ მისი სიცოცხლის შენარჩუნებას არახელსაყრელი გარემო პირობების დროს.