სპოროზოიტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:34, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპოროზოიტები – (sporozoites; ბერძნ. spora თესლი + zoon ცხოველი), Sporozoa-ს კლასის უმარტივესების განვითარების ბოლო სტადიაზე სპოროცისტაში, მისი ორად ან ოთხად დაყოფის შედეგად წარმოქმნილი ელემენტები. მასპინძლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სპოროზოიტების შემცველი ოოცისტას მოხვედრისას, ისინი გამოთავისუფლდებიან და შეიჭრებიან ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში.