დისფარინქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:24, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისფარინქსი - (Dispharynx; ბერძნ. dis ორჯერ + pharynx ხახა) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Acuariidae-ს ოჯახს, Spirurata-ს ქვერაზმს.
Dispharynx nasuta (ლათ. nasus ცხვირი) – სახეობა, პარაზიტობს ქათმის, ინდაურის, ციცრის, ხოხბის, გარეული ფრინველის ჯირკვლოვანი კუჭის, საყლაპავი მილის კედელში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი ოფა. დისფარინქსოზის აღმძვრელი.