ნემატოდირელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნემატოდირელა – (Nematodirella; ბერძნ. nema, nematos ძაფი + ლათ. dirus საშინელი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichostrongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
Nematodirella longissimespiculata (ლათ. longissimus ყველაზე გრძელი + სპიკულა) – სახეობა, პარაზიტობს მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ირმების, აქლემის, გარეული მცოხნელების წვრილ ნაწლავებში. ამ ოჯახის სხვა ჰელმინთებთან ერთად არის მცოხნელების ტრიქოსტრონგილიდოზების აღმძვრელი.