ტრიოდონტოფორუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრიოდონტოფორუსი – (Triodontophorus; ბერძნ. treis სამი + odus კბილი, phoros მატარებელი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს.
Triodontophorus serratus (ლათ. დაკბილული), Tr.brevicauda (ლათ. brevis მოკლე + cauda კუდი) – და Tr.tenuicolis (ლათ. Tenuis წვრილი + collum კისერი) – სახეობები, პარაზიტობენ ცხენისა და სახედრის მსხვილ ნაწლავებში, რის შედეგად წარმოიქმნება წყლულები, რომლებიც დიდხანს არ შუშდება.