ობობასებრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ობობასებრები (Arachnoidea; ბერძნ. arachne ობობა + eidos მსგავსი, გარეგნობა) – კლასი, რომელიც მიეკუთვნება ფეხსახსრიანთა – Arthropoda-ს ტიპს. ობობასებრთა სხეული დაყოფილია და შედგება თავმკერდისა და მუცლისგან (ობობები) ან ერთიანია (ტკიპები). ზრდასრულ ფორმებს ოთხი წყვილი კიდური აქვთ.