თოფურიძე დიომიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე – (დ. 16 აგვისტო, 1871, სოფ. ხობი, ზუგდიდის მაზრა). ქართველი. ჟურნალისტი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13, ტელ. 11-98

განათლება

ჟენევაში და პარიჟში, იურიდიული.

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

პუბლიცისტიკა, რედაქტორობა ქართული ჟურნალისა („კვალის“), შემდეგ რუსულ გაზეთების და ჟურნალის (სარატოვში და მოსკოვში), პარტიაში მუშაობის და პარტიული ორგანოების ხელმძღვანელობა, მრავალჯერ დაპატიმრება. უფლებების შეზღუდვა და გადასახლება. სააქციონერო საზოგადოების გამგეობის დირექტორათ, საოლქო კავშირის (ვოლგის) საეკონომიო განყოფილების (მუნიციპალურის) გამგეთ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარეთ, სარატოვის გუბერნიის კომისრათ და ბოლოს ამიერ-კავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარეთ.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები