ტენიარინქუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:52, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტენიარინქუსი – (Taeniarhynchus; ლათ. taenia ლენტი + ბერძნ. rhynchus ხორთუმი), ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Taeniata-ს ქვერაზმს.
Taeniarhynchus saginatus (ლათ. saginato გამოკვებული) – სახეობა, პარაზიტობს ადამიანის წვრილ ნაწლავებში. მისი სხეულის სიგრძე 10 მეტრამდეა. სკოლექსზე (თავი) კაუჭები არ არის. მასზე ოთხი მისაწოვარია, რომლებითაც სკოლექსი ნაწლავის კედელზე ფიქსირდება. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი, რომლის ჩონჩხის მუსკულატურის კუნთებშუა შემაერთებელ ქსოვილში, გულში, ენასა და იშვიათად, პარენქიმულ ორგანოებში ლოკალიზებენ ტენიარინქუსის ლარვული ფორმები – Cysticercus bovis (ფინები). გავრცელებულია ყველგან.