იზოსპორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:16, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იზოსპორა – (isospora; ბერძნ. isos თანაბარი ერთნაირი + spora თესლი) უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Eimeriidae-ს ოჯახს, Coccidiida-ს რაზმს. იზოსპორა ხერხემლიანი ცხოველების უჯრედშიდა პარაზიტია. მისი გადაცემა ხდება ოოცისტების მეშვეობით, რომლებიც ავადმყოფი ცხოველის ორგანიზმიდან გამოიყოფა ფეკალთან ერთად. მომწიფებული ოოცისტა შეიცავს ორ სპოროცისტას, ყოველ მათგანში ოთხ-ოთხი სპოროზოიტია.