ფსოროფტოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფსოროფტოზი – (psoroptosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Psoroptes + ბერძნ. osis დაავადება), ცხოველების მწვავე ან ქრონიკული ფორმით მიმდინარე დაავადება. აღმძვრელები – კანზედა მქავანა ტკიპები, რომლებიც Psoroptes-ის გვარს მიეკუთვნებიან, კანზე პარაზიტობენ. ფსოროფტოზები გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: ქავილი, მატყლის, ბეწვის გაცვენა, სიგამხდრე. ზოგჯერ ცხოველი კვდება.