ფრინველის მალარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრინველის მალარია – (malaria avium; იტალ. mala aria ცუდი ჰაერი), ფრინველის ინვაზიური დაავადება. აღმძვრელები – Plasmodium-ის გვარის უმარტივესები, რომლებიც მიეკუთვნებიან Haemosporidia-ს რაზმს, პარაზიტობენ ფრინველის ერითროციტებსა და რეტიკულო-ენდოთელური სისტემის უჯრედებში. ამთვისებელია ყველა ჯიშის ქათამი. აღმძვრელის გადამტანია – კოღო. ავადმყოფი ქათმის სხეულის ტემპერატურა 43,5OC აღწევს, ფრინველი დათრგუნულია, სუნთქვა – გართულებული, ვითარდება ანემია. წიწილების უმეტესობა იხოცება.