ფინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფინა – (Finne; გერმ. მუწუკი, ფერიმჭამელა), ცისტიცერკი. Taeniata-ს ქვერაზმის ზოგიერთი ცესტოდას (Taeniarhynchus saginatus, Taenia solium, T.Hydatigena, T.pisiformis, T.ovis) განვითარების ბუშტოვანი სტადია. ფინები ბუდობენ კუნთებშორის შემაერთებელ ქსოვილში, სეროზულ გარსებზე, შინაგან ორგანოებში. იწვევენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ფინოზებს.