ტყავიჭამიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტყავიჭამიები – (Chorioptes; ბერძნ. chorion გარსი + koptein დაზიანება), ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Psoroptidae-ს ოჯახს, Sarcoptoidea-ს ზეოჯახს, Sarcoptiformes-ის ქვერაზმს, Acariformes-ის რაზმს. ტკიპები იკვებებიან ეპიდერმისის აქერცლილი (აშრევებული) უჯრედებით. პარაზიტობენ მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ცხენის სხეულზე (ქორიოპტოზი).