ფარინქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:18, 30 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარინქსი – (pharynx; ბერძნ. pharynx ხახა),
- ტრემატოდების ხახა, რომელიც განთავსებულია პირის კაფსულას ფსკერსა და საყლაპავს შორის;
- ნემატოდების წინა ნაწლავი, რომელიც განთავსებულია პირის ხვრელსა და შუა ნაწლავს შორის. მისი პირველი (წინა) ნაწილია სტომა, მეორე (უკანა) – საყლაპავი.