ცისტოკაულოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 30 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცისტოკაულოზი – (cystocaulosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Cystocaulus + ბერძნ. osis დაავადება), ცხვრისა და თხის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Cystocaulus nigrescens პარაზიტობს ბრონქებსა და ბრონქიოლებში.
სიმპტომები: პულსის აჩქარება, სხეულის ტემპერატურის მატება, ძლიერი დაინვაზიებისას – ფილტვებში ხიხინი, სიგამხდრე.