ცისტიცერკოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 30 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცისტიცერკოიდი – (cysticercoid; ბერძნ. kystis ბუშტი, პარკი + eidos მსგავსი, გარეგნობა), ზოგიერთი ძეწკვურა (ანოპლოცეფალატები, დავენეატები, ჰიმენოლეპიდატები) და ლენტურა (პროტეოცეფალატები) ცესტოდას ლარვული ფორმა. შედგება ორგარსიანი ბუშტისაგან ჩაბრუნებული საფიქსაციო ორგანოებით და ბუშტოვანი კუდისაგან, რომელშიც სამი წყვილი ემბრიონული კაუჭია.