ჭუპრმდებლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭუპრმდებლები – (Puppipara; ლათ. pupa ჭუპრი + parere შობა), მწერების ქვერაზმი; მიეკუთვნება Diptera-ს რაზმს. სავეტერინარო მნიშვნელობა აქვთ ძუძუმწოვრებისა და ფრინველების ექტოპარაზიტებს, რომლებიც Hippoboscidae-ს ოჯახს მიეკუთვნებიან. სასქესო გზებში კვერცხებიდან ლარვები იჩეკებიან. აქ, ერთხანს, ისინი ვითარდებიან და სასქესო ჯირკვლების გამონაყოფით იკვებებიან. გარემოში გამოსვლიდან 2-6 საათის შემდეგ ლარვები ჭუპრდებიან.