ჭუპრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭუპრი – (puppa; ლათ. ჭუპრი), Holometabola-ს ჯგუფის მწერების განვითარების ფაზა, რომელიც დგება ლარვის კანის ბოლო ცვლის შემდეგ. ჭუპრის სხეული იყოფა მკერდისა და მუცლის ნაწილებად. მასზე ზრდასრული მწერისათვის დამახასიათებელი დანამატებია (ანტენები, ხორთუმი, ფრთები). ჭუპრი არ იკვებება. იგი ცოცხლობს ლარვას მიერ დაგროვილი საკვები ნივთიერებების ხარჯზე. ჭუპრში ჯერ ლარვას ორგანოების ჰისტოლიზი მიმდინარეობს, შემდეგ – იმაგო ფორმის ორგანოების ჰისტოგენეზი.