სტეფანურუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტეფანურუსი − (Stephanurus; ბერძn. stephanos გვირგვინი + oria კუდი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს.
Stephanurus dentatus (ლათ. dens კბილი) – სახეობა, რომელიც პარაზიტობს თირკმელებში, იშვიათად, სხვა შინაგან ორგანოებში. ცხოველი ავადდება საკვებთან ან წყალთან ერთად აღმძვრელის ლარვებით დაინვაზიებული საკვების მიღებისას, ასევე, პერკუტანულად. რეზერვ. მასპინძელი – ჭიაყელები. ღორის სტეფანუროზის აღმძვრელი.