ძეწკვურები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ძეწკვურები – (Cyclophyllidea; ბერძნ. cyclos წრე + phyllon ფურცელი) – ცესტოდების რაზმი, რომლის წარმომადგენლებს სკოლექსზე ოთხი მისაწოვარი აქვთ საფიქსაციო ორგანოების სახით, ხოლო პროგლოტიდებში – დახურული ტიპის საშვილოსნო. კვერცხი ექვსკაუჭიან ჩანასახს – ონკოსფერას შეიცავს. ძეწკვურების განვითარების ციკლში ორი მასპინძელი (შუალედური და დეფინიტური) მონაწილეობს.