პედიპალპები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:35, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პედიპალპები – (pedipalpi; ლათ. pes, pedis ტერფი + palpare ხელით მოსინჯვა), ფეხსაცეცები, ფეხსახსრიანების კიდურების მეორე წყვილი. ტკიპების პედიპალპები ექვსსეგმენტიანია. მათი პირველი სეგმენტები შეზრდილია და წარმოქმნიან პირის ღრუს ქვედა კედელს. დანარჩენი სეგმენტები თავისუფალია და საცეცების როლს ასრულებენ.