ავიტელინოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიტელინოზი - (avitellinosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Avitellina + ბერძნ. osis დაავადება) – უპირატესად, ცხვრის, თხის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ცესტოდა – Avitellina centripunctata პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. დაავადება მწვავე ფორმით მიმდინარეობს.
სიმპტომები: მოდუნება, საკვების არმიღება, დახრილი თავი. კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან რამდენიმე საათის შემდეგ ცხოველი იღუპება.