ავიტელინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიტელინა - (Avitellina; ბერძნ. a უარყოფა + ლათ. vitellus ყვითრი; სიტყვასიტყვით საყვითრე ჯირკვლის არარსებობა), ცესტოდას გვარი; მიეკუთვნება Anoplocephalata-ს ქვერაზმს.
Avitellina centripunctata (ლათ. centrum ცენტრი + punctatum წერტილოვანი, პუნქტირებული) – სახეობა, პარაზიტოებს ცხვრის, თხის, იშვიათად ძროხეულის, გარეულ მცოხნელ ცხოველთა წვრილ ნაწლავებში.
სხეულის სიგრძე 3 მეტრამდე, ფორმა ვიწრო – და ზონარისებრი. მას არ გააჩნია საყვითრე ჯირკვლები. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – საძოვრის მცირე ზომის კოლომბოლები (ფეხკუდიანები), რომლებიც მიეკუთვნებიან Entomobryidae-ს ოჯახს. ავიტელინოზის აღმძვრელი.