თიზანიეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თიზანიეზია (Thysaniezia; ბერძნ. thysanos ვარაყი) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Anoplocephalata-ს ქვერაზმს. Thysaniezia giardi (ფრანგი პარაზიტოლოგის გიარდის პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს ცხვრის, თხის, ძროხეულის წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელია – თივაჭამია მწერები. თიზანიეზიოზის აღმძვრელი.