ნოტოკოტილუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნოტოკოტილუსი − (Notocotylus; ბერძნ. notos ზურგი + kotyle ღრუ), ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Notocotylidae-ს ოჯახს.
Notocotylus attenuatus (ლათ. უბრალო) – სახეობა, პარაზიტობს იხვის, ბატის, გარეული წყალმცურავი ფრინველების ბრმა ნაწლავში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები.