ცერკარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცერკარია – (cercariae; ბერძნ. kerkos კუდი), ტრემატოდების განვითარების ლარვული ფორმა. ვითარდება შუალედური მასპინძლის – მოლუსკის სხეულში სპოროცისტისა და რედიებისაგან. ცერკარიას გააჩნია საკუთრივ სხეული და კუდი. მოლუსკის ორგანიზმიდან გარემოში გამოსვლის შემდეგ ცერკარია ან ინცისტირდება და გარდაიქმნება ინვაზიურ ლარვულ ფორმად – ადოლესკარიად, ან ხვდება დამატებითი მასპინძლის ორგანიზმში, სადაც ინვაზიურ სტადიამდე (მეტაცერკარია) ვითარდება.