ეზოფაგოსტომოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეზოფაგოსტომოზი – (oesophagostomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Oesophagostomum + ბერძn. osis დაავადება) – მცოხნელი ცხოველებისა და ღორის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელები – Oesophagostomum-ის გვარის ნემატოდები პარაზიტობენ მსხვილ ნაწლავებში.
სიმპტომები ფაღარათი სისხლისა და ლორწოს მინარევებით, დაქვეითებული მადა ან საკვების არმიღება, სიგამხდრე, ზოგჯერ ჭვლები, ანემია, შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის მატება.