ეურიტრემატოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეურიტრემატოზი − (eurytrematodes; აღმძვრელის გვარის დასახელება Eurytrema + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ტრემატოდა – Eurytrema pancreaticum პარაზიტობს მცოხნელი ცხოველების კუჭქვეშა ჯირკვალში, იშვიათად, – ღვიძლში. ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის, კავკასიაში.
სიმპტომები: ძლიერი სიგამხდრე, ქრონიკული ფაღარათი, შეშუპებები თავის, კისრისა და მკერდის მიდამოებში.