თომინქსოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თომინქსოზი – (thomynxosis; აღმძვრელის გვარის დასახელება thominx + ბერძნ. osis დაავადება), ძუძუმწოვრებისა და ფრინველის ჰელმინთოზი. აღმძვრელები, Thominx-ის გვარის ნემატოდები პარაზიტობენ სასუნთქ გზებში ან საყლაპავსა და კუჭში. გავრცელებულია ყველგან.
ფრინველის თომინქსოზი, რომლის აღმძვრელია Thominx contorta, მძიმე ფორმით მიმდინარეობს ოთხ თვემდე ასაკის მოზარდეულში.
სიმპტომები: საყლაპავის დახშობა, საკვების მიღების შეწყვეტა, სიგამხდრე, ზოგადი სისუსტე, ქოშინი.
ხორცისმჭამელების თომინქსოზის აღმძვრელი – Thominx aerophilus პარაზიტობს ძაღლის, კატის, ბეწვიანი ნადირის ტრაქეაში, ბრონქებში, ცხვირის ღრუში.
სიმპტომები: ხველა, ცხვირის ცემინება, ზედაპირული, გართულებული სუნთქვა, რომელსაც ხიხინი ახლავს, მადის დაქვეითება, სიგამხდრე.