ლამბლიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლამბლიოზი (lambliosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Lamblia + ბერძნ. osis დაავადება) – დაავადება, რომლის აღმძვრელია – Lamblia intestinalis (ლათ. ნაწლავური). ადამიანში ვლინდება რეციდიული ენტერიტებით და ენტეროკოლიტებით ან ნაკლებად – ქოლეცისტიტის მოვლენებით. შესაძლოა შერეული გამოვლენა. ზოგჯერ ლამბლიოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
Lamblia cati და L.canis – სახეობები, რომლებიც, შესაბამისად, კატისა და ძაღლის ლამბლიოზის აღმძვრელებია.