ნუტალიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:41, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნუტალიოზი – (nuttalliosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Nuttallia + osis დაავადება) – კენტჩლიაქიანი ცხოველების ინვაზიური (ჰემოსპორიდიული) დაავადება. აღმძვრელი – Nuttallia equi გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. მისი გადამტანებია Hyalomma-ს, Rhipicephalus-ისა და Dermacentor-ის გვარების ტკიპები.
სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ლორწოვანი გარსების ანემიურობა და სიყვითლე, გულისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციების მოშლა. დაავადებამოხდილი ცხენები დიდხანს არიან ნუტალიამატარებლები.