ოპისთორქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:43, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოპისთორქოზი (Opisthorchosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Opisthorchis + ბერძნ. osis დაავადება) – ხორცისმჭამელი ცხოველებისა და ადამიანის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ტრემატოდა – Opisthorchis felineus პარაზიტობს ღვიძლის ნაღვლის სადინარებში, ნაღვლის ბუშტში, იშვიათად – კუჭქვეშა ჯირკვალში.
სიმპტომები: სიყვითლე, მადის დაქვეითება, დაძაბუნება, სიგამხდრე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის აშლილობა (ფაღარათი იცვლება ყაბზობით), ტკივილი ღვიძლის მიდამოში.