სტეფანოფილარიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტეფანოფილარიოზი – (stephanophilariosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Stephanofilaria + ბერძნ. osis დაავადება) – Stephanofilaria-ს გვარის ნემატოდებით გამოწვეული მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჰელმინთოზი, რომელიც აზიანებს კანს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ცხოველის დაინვაზიება საძოვარზე ხდება.
სიმპტომები: ბეწვის გაცვენა კანზე მუცლის მიდამოში; შეშუპებები, რომლებიც ფუფხებით იფარება. ყურის ნიჟარას შიდა ზედაპირზე ფუფხისებრი ნადები ჩნდება.