სტიქორქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტიქორქოზი − (stichorchosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Stichorchis + ბერძნ. osis დაავადება), ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Stichorchis subtriquetrus პარაზიტობს თახვის ნაწლავებში. დაავადება მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკული ფორმებით. მწვავე ფორმის დროს ორგანიზმის ინტოქსიკაცია ხდება და ხშირად დაავადება სიკვდილით მთავრდება. ქრონიკული მიმდინარეობისას სიგამხდრე პროგრესირებს და ანემია ვითარდება.