სტრონგილოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრონგილოზი− (strongylosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Strongylus + ბერძნ. osis დაავადება), ცხენის ჰელმინთოზი. აღმძვრელია ნემატოდა – Strongylus equinus, რომლის ზრდასრული ფორმები პარაზიტობენ მსხვილ ნაწლავებში. ძლიერი დაინვაზიებისას მადა დაქვეითებულია. ცხოველი გამხდარია და სწრაფად იღლება. უფროსი ასაკის ცხენების მუშაობის უნარი დაქვეითებულია. მოზარდეული ზრდა-განვითარებაში ჩამორჩება. სუსტი დაინვაზიებისას დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ლარვული ფორმები პარაზიტობენ კუჭქვეშა ჯირკვალში და იწვევენ მისი ფუნქციის მოშლას.