ქორიოპტოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქორიოპტოზი – (chorioptosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Chorioptes + ბერძნ. osis დაავადება), ცხოველების არაქნოზული დაავადება, რომლის აღმძვრელები – Chorioptesის გვარის ტკიპები პარაზიტობენ კანზე. გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით ამთვისებელია ცხენისა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის მოზარდეული.
სიმპტომები: ქავილი დაზიანების ადგილებში, კანზე ეკზემასებრი ცვლილებების, მსხვილი ქერქებისა და შიშველი ადგილების წარმოქმნა.