კოოპერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 6 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოოპერია – (Cooperia; ინგლისელი ექიმის ა. კოოპერის პატივსაცემად), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichostrongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
Cooperia curticei (ამერიკელი პარაზიტოლოგის კურტიცეს პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს ცხვრისა და თხის ნაწლავებში;
Cooperia punctata (ლათ.punctum წერტილი) და C. pectinata (ლათ. pecten სავარცხელი) – სახეობები, პარაზიტობენ ძროხეულის, იშვიათად, ცხვრის წვრილ ნაწლავებში. მცოხნელი ცხოველების ტრიქოსტრონგილიდოზების აღმძვრელები.