კოქციდიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 6 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოქციდიები – (Coccidia; ლათ. coccus მრგვალი, ბერძნ. kokkos კენკრა) – პარაზიტული უმარტივესები; მიეკუთვნებიან Sporozoa-ს კლასს, Apicomplexa-ს ტიპს.
კოქციდიების ყველა წარმომადგენელს აქვს ორიგინალური ორგანელა – აპიკალური კომპლექსი. მათი სასიცოცხლო ციკლი შედგება ტრიადისაგან: მეროგონია (შიზოგონია), გამეტოგონია და სპოროგონია.