ლენტურები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 6 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლენტურები (Pseudophyllidea; ბერძნ. pseudos ტყუილი + phyllon ფოთოლი) – ცესტოდების რაზმი, რომლის წარმომადგენლებს სკოლექსზე გააჩნიათ ბოთრიები და აქვთ ღია ტიპის საშვილონო. ლენტურები ბიოჰელმინთებია. დეფინიტური მასპინძლის გარდა მათ განვითარების ციკლში მონაწილეობენ შუალედური და დამატებითი მასპინძლები. ლენტურების კვერცხები ტრემატოდების კვერცხების მსგავსია.