მეზოცესტოიდესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 6 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეზოცესტოიდესი – (Mesocestiodes; ბერძნ. mesos საშუალო + kestos ლენტი + eidos მსგავსი, გარეგნობა) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება ძეწკვურების რაზმს.
Mesocestiodes lineatus – სახეობა, პარაზიტობს ძაღლის, კატის, მელიის, ყარსაღის, სიასამურის, სხვა ხორცისმჭამელების ორგანიზმში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ჯავშნიანი, ორიბატიდული ტკიპები, დამატებითი მასპინძელი – ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები, მღრღნელები, რეზერვუარული მასპინძელი – მწერიჭამიები, ზოგიერთი მღრღნელი და მტაცებელი (კვერნისებრები).