სპირურატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:40, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპირურატები (Spirura; ბერძნ. speira სპირალი + oira კუდი), ნემატოდების ქვერაზმი. დამახასიათებელი მორფოლოგიური ნიშანია საყლაპავის დაყოფა წინა კუნთოვან და უკანა ჯირკვლოვან ნაწილებად. ბინადრობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, თვალბუდესა და ცხვირის ღრუში). ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – უპირატესად, ფეხსახსრიანები. ცხოველების სპირურატოზის აღმძვრელები.