ტოქსასკარიდოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტოქსასკარიდოზი – (toxascaridosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Toxascaris + ბერძნ. osis დაავადება), ხორცისმჭამელების ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Toxascaris leonina პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან. ავადდება მოზარდეული ექვსი თვის ასაკიდან და უფროსი ასაკის ცხოველები.
სიმპტომები: ფაღარათი, ყაბზობა, მუცლის გადიდება, პირღებინება, ჭვლები, ლორწოვანი გარსების სიმკრთალე, უმადობა, ზოგჯერ გაუკუღმართებული მადა, სიგამხდრე, ეპილეპტიკური კრუნჩხვები.