ტოქსოკარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტოქსოკარა – (Toxocara; ბერძნ. toxon ისარი + kara თავი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Anisakidae-ს ოჯახს, Ascaridata-ს ქვერაზმს.
Toxocara canis (ლათ. ძაღლის) – სახეობა, პარაზიტობს ლეკვების წვრილ ნაწლავებში. დაინვაზიება ხდება პერორალური გზით აღმძვრელის ინვაზიური კვერცხის გადაყლაპვისას, ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს და დაინვაზიებული რეზერვუარული მასპინძლის შეჭმით;
Toxocara cati (ლათ. cattus კატა) – სახეობა, პარაზიტობს კატის წვრილ ნაწლავებში. გეოჰელმინთები. ძაღლისა და კატის ტოქსოკაროზის აღმძვრელები.