ტრიპანოსომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:16, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრიპანოსომა – (Trypanosoma; ბერძნ. Trypanon ბურღი + soma სხეული), უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Trypanosomidae-ს ოჯახს, Kinetoplastida-ს რაზმს, Mastigophora-ს კლასს. პარაზიტობენ ადამიანისა და ცხოველების სისხლსა და ქსოვილებში. დამახასიათებელი მორფოლოგიური ნიშანია ერთი შოლტის არსებობა.